ქოლ - ცენტრის ოპერატორი (ქ. ქუთაისი)

Cellfie Mobile

Kutaisi, Georgia3d ago

Free account needed to apply or save. It takes a minute, and we'll bring you right back to this job.

Key details

Location
Kutaisi, Georgia
Work style
Onsite
Level
Mid level
Job type
Full-time
Function
Sales & Solutions
Focus area
other
Posted
3d ago

Skills

excelmicrosoft officemicrosoft wordpowerpoint

About the role

სამუშაოს აღწერილობა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.

ამ როლში შენ:

  • უპასუხებ სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსულ ზარებს.
  • გაუწევ არსებულ და პოტენციურ აბონენტებს ეფექტურ და ხარისხიან სატელეფონო მომსახურებას.
  • მიაწვდი მომხმარებლებს სრულყოფილ ინფორმაციას კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, მათ შორის სატარიფო გეგმების, მომსახურებების ჩართვა/გამორთვისა და სხვა საკითხებზე.
  • გამოავლენ მომხმარებლის პრობლემებს და დაეხმარები მათ ეფექტურად მოგვარებაში.
  • იზრუნებ მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის შენარჩუნებაზე.

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ან იყო აქტიური სტუდენტი.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • MS Office-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის უნარი.
  • გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.

დამატებით პლუსად ჩაითვლება:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი, 2026 

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

 

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

Get jobs like this as soon as they're posted

Talnox checks company career sites all day and ranks every opening against your profile. Free to join.

Create a free account